საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები იკრიბებიან და პირდაპირ ეთერს ითხოვენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები მორიგი აქციის გასამართად იკრიბებიან.

მათი მოთხოვნა უცვლელია, ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთერის დათმობას სთხოვენ.

კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელმა მენეჯმენტმა ტელევიზია პარტიულ ტელევიზიად აქცია.

“ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს. მენეჯმენტმა, ის ფაქტობრივად, პარტიულ ტელევიზიად აქცია და არ აკმაყოფილებს ელემენტარულ მოთხოვნებს. კერძოდ, ის შეთანხმება, რაც შედგა, რომ ყოფილიყო საზოგადოების წარმომადგენელი ყოველ დღე ეთერში, ახალი წლიდან აღარ სრულდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ითხოვენ დღის ეთერში შესვლას და საკუთარი პროფესიული ვალდებულების შესრულებას, მენეჯმენტი ამის შესაძლებლობას არ აძლევს. ამიტომ ჩვენ ყოველ დღე აქ ვიკრიბებით და ვითხოვთ იმას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთარი ვალდებულება შეასრულოს, რაც არის მოქალაქეების, ტელემაყურებლების ინფორმირება”, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა