TikTok-მა აშშ-ში მუშაობა განაახლა

სოციალურმა პლატფორმა TikTok-მა შეერთებულ შტატებში მომსახურების აღდგენა დაიწყო მას შემდეგ, რაც არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოსცემდა ბრძანებას, რომელიც აპლიკაციის აკრძალვის შესახებ კანონის აღსრულებას გადაავადებდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

“ორშაბათს გამოვცემ აღმასრულებელ ბრძანებას კანონით გათვალისწინებული აკრძალვის ძალაში შესვლის ვადის გახანგრძლივების შესახებ, რათა შევძლოთ გარიგება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

TikTok-მა, მუშაობის განახლების შემდეგ, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ძალისხმევის შედეგად, TikTok-ი აშშ-ში დაბრუნდა. კომპანიამ ტრამპს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ იმუშავებს მასთან გრძელვადიან გადაწყვეტაზე, რომელიც შეერთებულ შტატებში TikTok-ის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

შეერთებულ შტატებში გუშინ სოციალური პლატფორმა TikTok-ი გაითიშა. კომპანიამ განმარტა, რომ ამოქმედდა კანონი, რომელიც TikTok-ს კრძალავს.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა აპრილში ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც TikTok-ის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს პლატფორმა არაჩინური კომპანიისთვის უნდა მიეყიდა, ან აპლიკაცია აშშ-ში 2025 წლის დასაწყისიდან უნდა აკრძალულიყო. გადაწყვეტილების მიზეზი იყო ამერიკელი კანონმდებლების შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ByteDance-ი ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. კერძოდ, კონგრესმენები შიშობდნენ, რომ ByteDance-ს მომხმარებლის მონაცემები, შესაძლოა, ჩინეთის მთავრობისთვის გაეზიარებინა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს