ომარ ოკრიბელაშვილის მამა შვილს - რას არ მივცემდი, რომ ჩაგხუტებოდი

რას არ მივცემდი, რომ ჩაგხუტებოდი, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილის მამამ, გიორგი ოკრიბელაშვილმა შვილს სასამართლო დარბაზის კარებიდან.

მამის განცხადებით, მისთვის აქ ყოფნა ემოციურია, ვინაიდან მას დღეს დაბადების დღე აქვს, ის 20 წლის გახდა.

„ამ წუთებში როგორც ომარ ოკრიბელაშვილი, ასევე საბა მეფარიშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზში იმყოფებიან, სადაც რამდენიმე წუთში მათი პროცესი უნდა გაიმართოს.

როგორც ცნობილია, ომარ ოკრიბელაშვილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. რაც შეეხება საბა მეფარიშვილს, მისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით უცნობია. თავდაპირველად მან საპროცესო შეთანხმებაზე უარი განაცხადა. ამ წუთებში მასთან ადვოკატები და პროკურორი კონსულტაციას გადიან.

სასამართლოში შეუძლოდ გახდა საბა მეფარიშვილის დედა, მისთვის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.

ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

წარდგენილი ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა