უკრაინული მხარის მიერ დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის თქმით, არ იცოდა სად და ვის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა

ერთ-ერთი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი, რომელიც რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებმა დაატყვევეს, აცხადებს, რომ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ჯარისკაცის დაკითხვის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის, თარჯიმნის მეშვეობით, უკრაინის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების კითხვებს პასუხობს.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის არმიას 17 წლის ასაკში შეუერთდა. მამაკაცის მტკიცებით, არ იცოდა, ვის წინააღმდეგ და სად უნდა ებრძოლა და რომ რუსეთში ასამდე თანამემამულესთან ერთად გემით ჩაიყვანეს, შემდეგ კი მატარებლით გადააადგილეს.

ჩრდილოეთ კორეელი მებრძოლის თქმით, მის ზოგიერთ თანამემამულეს რუსული მძიმე სამხედრო ტექნიკის მართვა შეასწავლეს, თუმცა მას ასეთი მომზადება არ გაუვლია.

რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის არმიის დანაკარგებს, ჯარისკაცის თქმით, „ბრძოლებში ბევრი მსხვერპლი იყო“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა