საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ ნუგზარ მურღულიას გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მკვლევრისა და პედაგოგის, პროფესორ ნუგზარ მურღულიას გარდაცვალების გამო, ოჯახს, კოლეგებს, უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტსა და საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტს სამძიმარს უცხადებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, სამძიმარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამეცნიერო და აკადემიური წრეები, თანამშრომლები და სტუდენტები უერთდებიან.

„76 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის პროფესორი, ცნობილი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი ნუგზარ მურღულია - ნაგებობათა დინამიკისა და დეფორმადი სხეულის მექანიკის გამორჩეული მკვლევარი, მრავალი სამეცნიერო სტატიის, ხუთი სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი, განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოებული პედაგოგი, რომელმაც ცნობილ და წარმატებულ სპეციალისტთა არაერთი თაობა აღზარდა.

ვეთხოვებით ძვირფას კოლეგას, დიდბუნებოვან ადამიანს, რომელსაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, განუზომელ სიყვარულთან და ერთგულებასთან ერთად, ცხოვრების უდიდესი პერიოდი - სტუდენტობის ხანა და მოღვაწეობის 53 წელი აკავშირებდა.

სამძიმარს ვუცხადებთ, მურღულიების ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტს, ბატონი ნუგზარის მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს. უფალმა გაუნათლოს სასუფეველი“, - აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმარში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა