რომის პაპი - აშშ-დან მიგრანტების დეპორტაციის გეგმა, განხორციელების შემთხვევაში, სამარცხვინო იქნება

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის შესახებ, განხორციელების შემთხვევაში, სამარცხვინო იქნება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მისი თქმით, თუ დეპორტაციასთან დაკავშირებული გეგმები განხორციელდება, ტრამპი შექმნის „ღარიბ უბედურებს, რომლებიც ვერაფრის გადახდას ვერ შეძლებენ“.

„ეს არ არის სწორი. პრობლემები ასე არ წყდება“, - განაცხადა რომის პაპმა.

მან დონალდ ტრამპს მოუწოდა, უხელმძღვანელოს საზოგადოებას, სადაც სიძულვილის, დისკრიმინაციისა და გარიყულობის ადგილი არ იქნება და ხელი შეუწყოს ხალხებს შორის მშვიდობასა და შერიგებას.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თანამდებობის დაკავებისთანავე აშშ-დან უსაბუთო ემიგრანტების მასშტაბურ გაძევებას დაიწყებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა