გურამ მაცხონაშვილი - შემდეგ აქციაზეც აუცილებლად ნიღბით ვიქნები - ჯარიმა აბსოლუტურად არალეგიტიმურია

გურამ მაცხონაშვილის განცხადებით, ჯარიმა, რომელიც მას დააკისრეს არალეგიტიმურია და გადახდას არ აპირებს.

მისივე თქმით, შემდეგ აქციაზე კვლავ ნიღბით მივა.

„ნიღბები იქნება წინააღმდეგობის ის მინიმალური სიმბოლო, რომელიც შენარჩუნდება მომავალშიც. ასეთი სიმბოლოები ბევრად უფრო კომიკურად წარმოაჩენს რეჟიმს, თუმცა ეს კომიკურობა არ ნიშნავს, რომ ისინი სუსტები არიან. ძალიან რთულ ბრძოლაში ვართ შესრული და ეს არის მინიმალური, რაც გზად შეგვხვდა. ბევრად მეტი წინააღმდეგობა გველის ჩვენ მათგან და მათ ჩვენგან. თანმიმდევრულობა მგონია ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემთვის თანმიმდევრულობაა ის, რომ შემდეგ აქციაზეც აუცილებლად ნიღბით ვიქნები გამოცხადებული. არალეგიტიმური შსს-ს მოთხოვნას, დაკმაყოფილებულს მათ დაქვემდებარებაში მყოფი სასამართლოს მიერ, არ ვემორჩილები. შესაბამისად, ეს ჯარიმაც არის აბსოლუტურად არალეგიტიმური, ძალიან სასაცილო. ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ. ეს არის მინიმუმი, რისი გაკეთებაც შემიძლია“, - განაცხადა რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა