მამუკა ხაზარაძე - ამერიკის სახით, გვყავს მტკიცე მოკავშირე და მეგობარი - ახალი არჩევნების შემდეგ, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას

ღევანდელი დღე ისტორიულია შეერთებული შტატებისთვის და განსაკუთრებით მნიშვენლოვანია დანარჩენი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის - ვიცით, როგორია განწყობები ვაშინგტონში ივანიშვილის რუსული, არალეგიტიმური მთავრობის მიმართ ,- ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძის თქმით, საქართველოში ახალი არჩევნების შემდეგ, აუცილებლად "აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთა.

"დონალდ ტრამპი დღეს ოფიციალურად შეუდგა ამერიკის 47-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას და ამერიკისთვის ოქროს ხანა დააანონსა.

დღევანდელი დღე ისტორიულია შეერთებული შტატებისთვის და განსაკუთრებით მნიშვენლოვანია დანარჩენი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

უკვე ვიცით, როგორია განწყობები ვაშინგტონში ივანიშვილის რუსული, არალეგიტიმური მთავრობის მიმართ, რაც არაერთხელ გაჟღერდა და დადასტურდა ოფიციალური პირების მხრიდან ჩვენთან შეხვედრისას.

თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ვიცით ახალი ადმინისტრაციის პოზიცია და დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ვიცით, რომ ამერიკის სახით, გვყავს მტკიცე მოკავშირე და მეგობარი, ქვეყნის შემდგომი, დემოკრატიული განვითარების, თავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზაზე.

ახალი არჩევნების შემდეგ, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან!

ძლიერი ამერიკა ძლიერი საქართველოა!", - წერს ხაზარაძე.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა