დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის მიერ დანიშნული ოთხი მაღალჩინოსანი თანამდებობებიდან გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის მიერ დანიშნული ოთხი მაღალჩინოსანი თანამდებობებიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ კიდევ ათასზე მეტს გარდაუვალი გათავისუფლება ელოდება, - ინფორმაციას მედია საშუალებები დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„ჩემი საპრეზიდენტო პერსონალის ოფისი აქტიურად ახორციელებს წინა ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ათასზე მეტი პირის იდენტიფიცირებისა და გათავისუფლების პროცესს, რომლებიც არ შეესაბამებიან ჩვენს ხედვას, „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

მისი თქმით, დაუყოვნებლივ გათავისუფლდება ოთხი პირი - ხოსე ანდრესი სპორტის, ფიტნესისა და კვების საკითხებზე პრეზიდენტის საბჭოდან, მარკ მილი ეროვნული ინფრასტრუქტურის მრჩეველთა საბჭოდან, ბრაიან ჰუკი ვილსონის ცენტრიდან და კეიშა ლენი ბოტომსი ექსპორტის საკითხებზე პრეზიდენტის საბჭოდან.

„დაე, ეს იყოს ოფიციალური ცნობა ამ ოთხი პიროვნებისთვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, კიდევ ბევრი, მალე იქნება. გათავისუფლებულები ხართ!“, - დაწერა ტრამპმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს