ანა დოლიძე - ახალი გაერთიანებებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევა აუცილებელია

თუ აქ იქნება ახალი გაერთიანებები ძალიან კარგია, მაგრამ იმისთვის, რომ ისინი რეალურ გადაწყვეტილების მიმღებ ძალად შეიქმნან, აუცილებელია საარჩევნო ბარიერის დაწევა - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, მაღალი ბარიერის შემთხვევაში, პარლამენტში შესაძლოა მოხვდეს ორი ან 3 პარტია, რაც დოლიძის აზრით, დემოკრატიისთვის ცუდია.

“თუ აქ იქნება ახალი გაერთიანებები ძალიან კარგია, მაგრამ იმისთვის, რომ ისინი რეალურ გადაწყვეტილების მიმღებ ძალად შეიქმნან, საარჩევნო ბარიერის დაწევა აუცილებელია, ეს არის ჩემი რეკომენდაცია. ვისაც უნდა პოლიტიკაში შემოსვლა, ახალ, პოტენციურ ძალებს, მათ უნდა იფიქრონ და მოითხოვონ კონსტიტუციური ცვლილება არა ამ არჩევნებზე, რადგან კონსტიტუციური ცვლილება ასე ადვილად ვერ მოხდება. რთული პროცესია, მაგრამ შემდეგი არჩევნებისთვის მათ უნდა მოითხოვონ საარჩევნო ბარიერის დაწევა. მაგ: როგორც ჰოლანდიაშია. ჰოლანდიაში არის 2%-იანი ბარიერი, ძალიან მრავალფეროვანი და შესაძლებელია მარტივად ახალი გაერთიანებების შექმნა. მაღალი ბარიერის შემთხვევაში, პარლამენტში შესაძლოა მოხვდეს ორი ან 3 პარტია, რაც დემოკრატიისთვის ცუდია”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა