ლევან მახაშვილი - თუ ოპოზიციას სურდა, ვაშინგტონში ჯორჯიის, მისისიპის ან სამხრეთ კაროლინის შტატი წარმოედგინა, ეს სხვა თემაა, მაგრამ თუ ამბობენ, რომ საქართველოს წარმოადგენენ, საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები აქ უნდა განიხილონ

თუ ოპოზიციას სურდა, რომ ვაშინგტონში ჯორჯიის, მისისიპის ან სამხრეთ კაროლინის შტატი წარმოედგინა, ეს სხვა თემაა, მაგრამ თუკი ამბობენ, რომ ისინი საქართველოს წარმოადგენენ, მათ ლეგიტიმაცია ხალხმა მისცა და საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები აქ, პარლამენტის დარბაზში უნდა განიხილონ, - ასე ეხმაურება ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების წასვლას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

მახაშვილის შეფასებით, „მათი ვაშინგტონში ჩასვლის მიზანი შოუს დადგმა და მოსახლეობისათვის იმდაგვარი შთაბეჭდილების შექმნა იყო, თითქოს რაღაცას წარმოადგენენ“.

მისი თქმნით, დონალდ ტრამპის ხედვები მთლიანად, 180 გრადუსით სცდება ხედვებს, რაც ქართული ოპოზიციას გააჩნდა, მაგრამ მათ, როგორც „პოლიტიკურმა მედროვეებმა", საკუთარი ხედვები შეიცვალეს.

მახაშვილის განცხადებით, დონალდ ტრამპისა და „ქართული ოცნების“ ხედვები ერთმანეთთან თანხვედრაშია.

„დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი გადაწყვეტილებები მიიღო. ერთ-ერთია Deep State-ის დემონტაჟი და ამერიკული ბიუროკრატიის Deep State-სგან გაწმენდა. ეს არის ერთ-ერთი დიდი მიმართულება, სადაც ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა.

ამ შემთხვევაში საუბარია არაფორმალურ გავლენებზე, რომელიც შეიძლება ხშირად სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანხვედრაში არ მოდიოდეს. ბოლო წლების განმავლობაში გამოიკვეთა, რომ დიახ, აშშ-ს, საქართველოს და სხვა ქვეყნების შემთხვევაში ეს გავლენები სახელმწიფოს ინტერესებთან თანხვედრაში არ მოდიოდა.

მეორე დიდი მიდგომა, რაშიც ჩვენს პოზიციებს შორის თანხვედრა არსებობს, ოჯახური ღირებულებებია - თუ რა უნდა იყოს საზოგადოების ფუნდამენტი შემდგომი წლების განმავლობაში. ჩვენთვის ეს არის ოჯახი, არასრულწლოვანები და მათი დაცვა მავნე გავლენებისგან.

კიდევ ერთი - ეს არის საგარეო პოლიტიკური საკითხი. ჩვენი ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ქვეყნის ეროვნულმა ხელისუფლებამ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ საზოგადოებასა და საკუთარ სახელმწიფოზე უნდა იზრუნოს - ასეთია როგორც დონალდ ტრამპის, ასევე ჩვენი მიდგომა.

ფუნდამენტურ საკუთხებში არის თანხვედრა, რაც იმის იმედს იძლევა, რომ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები აღდგება", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა