„ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, კოალიციის ლიდერები დონალდ ტრამპის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ

აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში,“ძლიერი საქართველოს” ლიდერები მონაწილეობდნენ.

“ძლიერი საქართველოს” ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია კონგრესმენ დერეკ ვან ორდენის მიწვევით საინაუგურაციო წვეულებას დაესწრნენ, რომლის ფარგლებში კონგრესმენ პეტ ჰარიგანს, ვაშინგტონში ბალტიისპირეთის ელჩებს და სხვა ლიდერებს შეხვდნენ.

“ძლიერი საქართველოს” ლიდერების მონაწილეობით, საინაუგურაციო საზეიმო მიღება გაიმართა ბობ კენედის მოწვევითაც, რომელიც სულ მალე აშშ-ს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. მიღებას ესწრებოდა CMS (ჯანდაცვის ფედერალური სააგენტოს) ხელმძღვანელი დოქტორი მეჰმედ ოზი, რომელსაც ქართველი დედა ჰყავს და ამაყობს მისი წარმომავლობით.

„ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა ვაშინგტონში ვიზიტი 10 დღის წინ, ქართულ დიასპორასთან შეხვედრით დაიწყეს. მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და გრიგოლ გეგელიას შეხვედრები ჰქონდათ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, ჯო უილსონ და სხვა ცნობილ კონგრესმენებთან, ასევე სენატორ როჯერ უიკიერთან და ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. “ძლიერი საქართველოს” ლიდერები კონგრესმენ დერეკ ვან ორდენის მიწვევით, დონალდ ტრამპის საინაუგურაციო მიღებებსა და ღონისძიებებშიც მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა