ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი  ტიტე აროშიძე გახდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი „ქართული ოცნების“ წევრი ტიტე აროშიძე გახდა. მას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ტიტე აროშიძე აკადემიური საბჭოს 10 ხმით ხმით გახდა რექტორი, ერთი ხმა კი ბათილია.

კენჭისყრა ფარულად წარიმართა. სხდომის პარალელურად ხმაური იყო, სტუდენტები დერეფანში აქციას მართავდნენ.

როგორც ტიტე აროშიძემ განაცხადა, სტუდენტების ინტერესი ყველა დონეზე იქნება გათვალისწინებული.

„შევეცდები, რომ უნივერსიტეტი იყოს დაბალანსებული, ლექტორსა და სტუდენტს თანაბარი პირობები ჰქონდეს სწავლისა და განვითარებისთვის. სტუდენტების ინტერესი ყველა დონეზე იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

რექტორობის კანდიდატები იყვნენ: აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების” წევრი ტიტე აროშიძე, ხოლო მეორე კანდიდატი ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს