„თავისუფლება მზიას“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, „სირცხვილი“, - ამ შეძახილებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში საპროტესტო აქცია გრძელდება

„თავისუფლება მზიას“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, „სირცხვილი“, - ამ შეძახილებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში საპროტესტო აქცია გრძელდება.

უნივერსიტეტის რექტორად არჩეული ტიტე აროშიძის მხარდამჭერი სტუდენტები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

პერიოდულად ისმის შეძახილები: „მონებო, რუსებო“.

როგორც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლად არჩეული რექტორი ტიტე აროშიძე აცხადებს, იგი სტუდენტებთან შეხვედრას გეგმავს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს