ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ვიმედოვნებთ, შეერთებული შტატები გადახედავს გადაწყვეტილებას ორგანიზაციიდან გასვლის გეგმაზე და ველით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვას პარტნიორობის შესანარჩუნებლად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) წუხს აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების გეგმაზე. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წუხს განცხადებაზე, რომ შეერთებული შტატები ორგანიზაციიდან გასვლას გეგმავს…

შეერთებული შტატებისა და სხვა წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო 7 წლის განმავლობაში რეფორმების უდიდესი კომპლექტი მიიღო ისტორიაში, რათა მოგვეხდინა ჩვენი ანგარიშვალდებულების, ხარჯების მხრივ ეფექტურობისა და ქვეყნებში გავლენის ტრანსფორმირება. ეს მუშაობა გრძელდება.

ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატები გადახედავს [გადაწყვეტილებას] და ველით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვას აშშ-სა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას შორის პარტნიორობის შესანარჩუნებლად, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ,” - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს.

დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელი ბრძანების ტექსტში დასახელებულია ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის მიზეზები, მათ შორის ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიის არასწორი მართვა, სასწრაფოდ საჭირო რეფორმების გატარების კუთხით წარუმატებლობა და ჯანმო-ს წევრი ქვეყნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირების უუნარობა.

აღმასრულებელ ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმო აგრძელებს უსამართლოდ მძიმე გადახდების მოთხოვნას აშშ-სგან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა