პარლამენტთან მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილები არიან მზია ამაღლობელის კოლეგები, რომლებიც “უსამართლოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას” ითხოვენ.

ჟურნალისტებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერი წარწერით: “თავისუფლება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ ხელმძღვანელს მზია ამაღლობელს”, “თავისუფლება ივანიშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრებს!”.

როგორც სოლიდარობის აქციაზე სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა განაცხადა, მზია ამაღლობელი უსამართლო დევნის სიმბოლოა.

“ჩვენ ვაპროტესტებთ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაში ყოფნას. ჟურნალისტის უკანონო დაკავება არის ყველაზე ცუდი ნიშანი.

ჩვენი მოთხოვნაა მისი გათავისუფლება. გამოვხატავთ პროტესტს იმ ყველაფრის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება. მზია ამაღლობელი არის ამ უსამართლო დევნის სიმბოლო”, - განაცხადა დევდარიანმა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული.

ცნობისთვის, ბათუმში, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა