ბაჩო ქაჯაია - ის, რასაც  შსს მედავება, მისი მტკიცებულება არ არსებობს - ფაქტს, რომ გზის გადაკეტვა მოხდა ხელოვნურად, ვერ ადასტურებენ

ის, რასაც მედავება შს სამინისტრო, მისი მტკიცებულება არ არსებობს. ფაქტს, რომ გზის გადაკეტვა მოხდა ხელოვნურად, ვერ ადასტურებენ. ის, რომ პირადად მე გადავკეტე, არც ეს დასტურდება ამ მტკიცებულებებით, - ამის შესახებ მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მსახიობმა აღნიშნა, ვიდეო მტკიცებულებაში მისი იდენტიფიცირება ხდება, მაგრამ მის წინააღმდეგ ფაქტი არ იკვეთება.

ქაჯაიას თქმით, ის დაელოდება მოსამართლის გადაწყვეტილებას და საბოლოო შეფასებას მხოლოდ მაშინ გააკეთებს.

მტკიცებულებაში იყო ორი ვიდეო, ერთი საერთო და ერთი, რომელშიც იდენტიფიცირება ხდება, ანუ მთლად ისე არ არის, რომ ვერ ხერხდება ჩემი იდენტიფიცირება, უბრალოდ იქ დროში იყო აცდენა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ის მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებს, რომ ბევრი ხალხი ვართ და მე ვდგავარ ამ ხალხში.

ის, რასაც მედავება შს სამინისტრო, მისი მტკიცებულება არ არსებობს. ფაქტს, რომ გზის გადაკეტვა მოხდა ხელოვნურად, ვერ ადასტურებენ. ის, რომ პირადად მე გადავკეტე, არც ეს დასტურდება ამ მტკიცებულებებით, ამიტომ სასამართლომ დღეს არ გამოგვიცხადა გადაწყვეტილება.

დაველოდები იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც სასამართლო გამოიტანს და შემდგომ გავაკეთებ შეფასებას”, - განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს