პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი გრძელდება.

აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს, რის გამოც, მოძრაობა შეიზღუდა, თუმცა მანამდე რუსთაველის გამზირზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს გამზირის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა.

აქციის მონაწილეების, რომლებიც უკვე ერთ თვეზე მეტია ყოველდღიურად გამოდიან რუსთაველის გამზირზე, მთავარი მოთხოვნაა: აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა