პარტია „გახარია საქართველოსთვის“  - გიორგი გახარიაზე თავდასხმის ვიდეოჩანაწერები პროკურატურამ სასტუმროდან სერვერებიანად წაიღო  და ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ - მიზანი მტკიცებულებების განადგურებაა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, გიორგი გახარიაზე სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება პროკურატურას გადაეცა.

მათივე ცნობით, „შერატონიდან“ ფაქტის ამსახველი ვიდეო-მასალა დღეს „სრულად, სერვერებიანად წაიღო პროკურატურამ. წაღებულია ვინჩესტერებიც და სასტუმროს ჩანაწერის ასლი აღარ აქვს“.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, „ეს ყველაფერი მიუთითებს გამოძიების და “შერატონის”კოორდინირებულ ქმედებებზე, რომლის მიზანია მტკიცებულებების განადგურება“.

გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმიდან ამ დრომდე “შერატონი ბათუმი” უარს აცხადებს ვიდეოკადრების გადმოცემაზე, რისი მიღების უფლებაც ჩვენ გვაქვს. “შერატონის” ხელმძღვანელობა გვარწმუნებდა, რომ ჩანაწერები არსებობს და ასლი აუცილებლად შეინახება მათთან მაშინაც კი, როცა გამოძიება განჩინებით ამოიღებს ჩანაწერებს. პარალელურად “შერატონ ბათუმის” მენეჯერი ოფიციალურ პასუხს არ გვიბრუნებს და ჩვენს წარმომადგენელს იურისტებთან კონსულტაციის „მიზეზით“ ისტუმრებს.

გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს შევთავაზეთ გიორგი გახარიას გამოკითხვა. პასუხის დაბრუნებას ზუსტად 3 საათი დასჭირდა. 3 საათის თავზე გავიგეთ, რომ საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. გუშინვე შედგა პროკურორთან კომუნიკაცია, რომელთანაც დაფიქსირდა დღეს გამოკითხვის მზაობა. ამის შემდგომ პროკურატურა მიუწვდომელი გახდა კომუნიკაციაში.

რამდენიმე წუთის წინ “შერატონისგან” ვიგებთ, რომ ჩანაწერები განჩინებით სრულად, სერვერებიანად წაიღო პროკურატურამ. წაღებულია ვინჩესტერებიც და მათ ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ.

ეს ყველაფერი მიუთითებს გამოძიების და “შერატონის” კოორდინირებულ ქმედებებზე, რომლის მიზანია მტკიცებულებების განადგურება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, “შერატონი” აქტიურად იყო დანაშაულის თანამონაწილე. გარდა ამისა, ამით უდიდესი საფრთხის ქვეშ დგას სერვერებზე არსებული მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის