რიჰარდს კოლსი - „ქართული კოშმარის” პარტიამ თავისი ყველა ვალდებულება მიატოვა, ქართველი ხალხი არ უნდა დავტოვოთ მათ წყალობაზე ვისაც ევროპული გზა ეზიზღება - რეჟიმი აბუჩად იგდებს დემოკრატიას

„ქართული კოშმარის” პარტიამ თავისი ყველა ვალდებულება და მოჩვენება მიატოვა, ქართველი ხალხი არ უნდა იქნას მათ წყალობაზე მიტოვებული, ვისაც ევროპული გზა ეზიზღება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჰარდს კოლსმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ვითარება საქართველოში სწრაფად უარესდება. ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, მაგრამ მათი მთავრობა ძალადობით, რეპრესიებითა და ტყუილებით პასუხობს. “ქართული კოშმარის” პარტიამ თავისი ყველა ვალდებულება მიატოვა, ისინი აჩუმებენ ოპოზიციას, ავიწროებენ ჟურნალისტებს და სასტიკ ძალას იყენებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

რეჟიმი აბუჩად იგდებს დემოკრატიას. პრინციპების უკან იმალებიან მაშინ, როდესაც მათ ყველა ქმედებით თელავენ. მათი პროპაგანდა პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან არის.

ისინი საკუთარ თავს სტაბილურობის დამცველებად წარმოაჩენენ მაშინ, როდესაც ქაოსს თესავენ და საკუთარ მოქალაქეებს იღებენ სამიზნეში. თუ არაფერს არ ვიზამთ, ქართველ ხალხს მივატოვებთ იმ მთავრობასთან, რომელსაც დემოკრატიის ეშინია.

ევროკავშირმა უნდა გააჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი და სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ხელს უწყობს ამ რეპრესიებს. ქართველი ხალხი არ უნდა იქნას მათ წყალობაზე მიტოვებული, ვისაც ევროპული გზა ეზიზღება,” - განაცხადა კოლსმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა