დონალდ ტრამპი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე - შესაძლებელია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს, თუ ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება, - ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს

ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას კითხვაზე, დაუწესებს თუ არა რუსეთს დამატებით სანქციებს, თუ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება, უპასუხა : „შესაძლებლად ჟღერს“.

ამასთან, კითხვაზე, აპირებს თუ არა უკრაინას შეერთებული შტატების მხარდაჭერა შეუწყვიტოს, ტრამპმა პირდაპირ არ უპასუხა, მაგრამ განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ, რადგან ისინი უფრო ახლოს არიან კონფლიქტთან.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება