აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ დაკავებულ კახა მურადოვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ დაკავებულ კახა მურადოვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მურადოვს თავისუფლების აღკვეთა „სამშობლოს ღალატისა“ და „ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობის“ ბრალდებით მიუსაჯა.

აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის ცნობით, მურადოვი ბრალს არ აღირებს.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის“ ბრალდებით კახა მურადოვის დაკავების შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 14 მაისს გაავრცელა.

მურადოვის დაკავების შემდეგ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „დაკავებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებიდან გამომდინარე აფხაზეთის მცხოვრებლების ფარულ სამუშაოებში ჩართვას ცდილობდა და „მხედრიონისა“ და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრებთან კონტაქტი ჰქონდა“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს