გურამ მაჭარაშვილი - როცა საჯარო მოხელე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის, ეს არ არის არც პოლიტიკური და არც არაპოლიტიკური საკითხი - ვერ დაგეთანხმებით, რომ საჯარო მოხელეს აქვს უფლება, გამოვიდეს და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები აკეთოს!

როდესაც საჯარო მოხელე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის, ეს არ არის არც პოლიტიკური და არც არაპოლიტიკური საკითხი - ვერ დაგეთანხმებით, რომ საჯარო მოხელეს აქვს უფლება, გამოვიდეს და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები აკეთოს! - ასე უპასუხა პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილია ცენტრის ლიკვიდაცია და პარლამენტიდან იმ თანამშრომლების გათავისუფლება, რომელთაც საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს.

გურამ მაჭარაშვილმა ამ კონტექსტში აქცენტი აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპზე გააკეთა და როგორც აღნიშნა, „ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკელი მაღალჩინოსნები და საშუალო მენეჯმენტის წარმომადგენლები თანამდებობიდან სწორედ იმის გამო გათავისუფლდნენ, რომ საკუთარი პოზიციებით ანტიამერიკულ პროცესებში იღებდნენ მონაწილეობას".

მაჭარაშვილის თქმით, რეორგანიზაციის დეტალების თაობაზე ის ინფორმირებული არ არის, „მაგრამ ყველაფერი კანონის ფარგლებში განხორციელდება“.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, როცა საჯარო მოხელე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის, ეს არ არის არც პოლიტიკური და არც არაპოლიტიკური საკითხი. ამის კლასიკური მაგალითია აშშ-ს პრეზიდენტი და აშშ-ს საზოგადოება. ტრამპმა უკვე მოაწერა ბრძანებას ხელი და დეპარტამენტის უფროსებით დაწყებული საშუალო მენეჯმენტით დასრულებული, ვინც კი Deep State-ის არასწორ გადაწყვეტილებებს ემსახურებოდა, ყველა გაათავისუფლა. იმას მეტყვით, რომ ტრამპის ეს გადაწყვეტილება ანტიდემოკრატიულია და ტრამპი დემოკრატიას ებრძვის?!

პარლამენტის კვლევით ცენტრთან დაკავშირებით ინფორმაცია არა მაქვს. ეს არის პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი საკითხი, მაგრამ კითხვები დაისვა არა მხოლოდ პარლამენტის აპარატში, არამედ სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაციაზე.

არავინ, არავითარი პოლიტიკური მიზნების გამო, სამსახურიდან არ თავისუფლდება. იწყება რეორგანიზაციის პროცესი. სხვადასხვა უწყებაში ეს სხვადასხვა ფორმით მოხდება. სამართლებრივი მხარე დაცულია, მაგრამ მითხარით, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ბრძანება არის არადემოკრატიული!

გისამძიმრებთ ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას, რომელმაც ისეთი პრეზიდენტი აირჩია, ვინც ამბობს, რომ უნდა მშვიდობა, უნდა ეროვნული დროშა და არა ლგბტ დროშა, რასაც თქვენ ასე უჭერთ მხარს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, ცენტრის დირექტორმა დასაქმებულ პირებს აცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ.

როგორც პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრის ხუთი თანამშრომლის საჯარო აქტიურობას ეფუძნება, რომელთაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დაყენებასთან დაკავშირებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები აღნიშნულს საჯარო სექტორში დასაქმებული თანამშრომლების მიმართ დაწყებულ რეპრესიებად და შიშის დანერგვის მცდელობად აფასებენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა