მამუკა მდინარაძე - გახარიამ პირველმა ჩაარტყა პლასტმასის ჭიქა სახეში დიმიტრი სამხარაძეს და შემდეგ ყველამ ვნახეთ შედეგი, რაც მოხდა - ვინ იყო ინიციატორი, ვინ ვის დაესხა თავს, ამასთან დაკავშირებით აღქმა ვერ გაიღუნება

ჯერ არის ფაქტი, რომ გახარიამ პირველმა ჩაარტყა პლასტმასის ჭიქიანი ფურცელი თუ პლასტმასის ჭიქა სახეში დიმიტრი სამხარაძეს და შემდეგ ყველამ ვნახეთ შედეგი, რაც მოხდა. მაგრამ ვინ იყო ინიციატორი, ვინ ვის დაესხა თავს, ამასთან დაკავშირებით აღქმა ვერ გაიღუნება, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი გიორგი გახარია იყო.

„ყველამ ვნახეთ, რომ ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი გიორგი გახარია იყო. დანარჩენი, დეტალები უნდა დაადგინოს გამოძიებამ მერე ვინ რა როლი შეასრულა, მაგრამ ფიზიკური თავდასხმა გიორგი გახარიამ დაიწყო. ეს ხალხი კი ცდილობს, რომ ფაქტები აღქმებით გადაფაროს, მაგრამ ფაქტი აღქმით არასდროს იფარება. ჯერ არის ფაქტი, შემდეგ კი შესაბამისი აღქმა. როგორც ქალი და კაცია, ასეა ეს - არა 47 ათასი სქესი, არამედ ორი. ასეა - ჯერ არის ფაქტი. ფაქტიდან თუ აღქმა არ გამომდინარეობს, აღქმა მცდარია. თავისი ჭკუით, ეს მარტივი მოცემულობა ამოატრიალეს, მაგრამ ეს ვერ შეძლო ამის სათავეში მყოფმა ხალხმა და საქართველოში ვიღაცები რომ კნაოდნენ ამასთან დაკავშირებით, მითუმეტეს ვერ შეძლებენ. შესაბამისად, ჯერ არის ფაქტი, რომ გახარიამ პირველი ჩაარტყა პლასტმასის ჭიქიანი ფურცელი თუ პლასტმასის ჭიქა სახეში დიმიტრი სამხარაძეს და შემდეგ ყველამ ვნახეთ შედეგი, რაც მოხდა. მაგრამ ვინ იყო ინიციატორი, ვინ ვის დაესხა თავს, ამასთან დაკავშირებით აღქმა ვერ გაიღუნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, გამოიკითხა თუ არა დიმიტრი სამხარაძე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მდინარაძემ უპასუხა, რომ დიმიტრი სამხარაძე ჯერჯერობით პოლიციაში არ დაუბარებიათ.

„საგამოძიებო ორგანოებში ჯერ იკითხება ის ადამიანი, ვისაც დაზიანება მიადგა. როგორც ვიცით, გარკვეული დაზიანებები ჰქონდა გახარიას და ჯერ მას დაკითხავს, შემდეგ დიმიტრი სამხარაძეს - ეს ჩემი ვარაუდია. ეს ვარაუდი იქიდან გამომდინარეობს რომ ვიცი, დიმიტრი სამხარაძე ჯერჯერობით პოლიციაში დაბარებული არ ყოფილა. არის მოლოდინი, რომ ბუნებრივია, მას გახარიას დაკითხვის შემდგომ დაკითხავენ. ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედებია“, - განაცახადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია თბილისის პროკურატურაში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ის უწყებაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

გიორგი გახარია საგამოძიებო უწყებაში ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტის გამო იმყოფება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო