აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის, ირაკლი დგებუაძის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით, ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქცია იმართება

ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი მთავარი მოთხოვნაა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსს, ირაკლი დგებუაძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, უნდა შეწყდეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ დევნა და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

“მოვითხოვთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწრაფ რეჟიმში გამოიძიოს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტები.

შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო და არა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით”, - აცხადებენ შეკრებილები.

როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბათუმში გამართული საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებზე”, - განაცხადეს უწყებაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა