ანტონიო გუტერეში - იმედი მაქვს, ირანი ბირთვულ იარაღზე უარს იტყვის

იმედი მაქვს, ირანი ბირთვულ იარაღზე უარს იტყვის, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„იმედი მაქვს, ირანელები გაიგებენ, რომ მნიშვნელოვანია ერთხელ და სამუდამოდ მკაფიოდ განაცხადონ, რომ ბირთვულ იარაღზე უარს იტყვიან და ამავე დროს, რეგიონის სხვა ქვეყნებთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთვებიან“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

გუტერეშის თქმით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან და აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით პირველი ნაბიჯი ირანმა უნდა გადადგას.

„ყველაზე აქტუალური საკითხი ირანს, ისრაელსა და აშშ-ს შორის ურთიერთობაა“, - აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო