ანონსი 23 იანვარი

23 იანვარს, 09:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

23 იანვარს, 10:00 საათზე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და USAID EGP-ის მხარდაჭერით, შავი ზღვის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების 100-მდე წარმომადგენელი.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. 29, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“.

საკონტაქტო ტელ: 599 952727

23 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება პრესკონფერენცია კომპანია „სელფსა“ და Vodafone-თან პარტნიორობის გაფორმებასთან დაკავშირებით.

პრესკონფერენციას დაესწრებიან „სელფის“ კომერციული დირექტორი და „სიბიეს ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი, ასევე Vodafone-ის რეგიონალური დირექტორი ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.27

საკონტაქტო ტელ: 577720144

23 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

23 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 იანვარს, 11:30 საათზე, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში სასტიპენდიო პროგრამის დაჯილდოების ცერემონიას გამართავს.

ღონისძიებაზე მიწვეული არიან პროგრამის ბენეფიციარები, დონორი ორგანიზაციები, ასოციაციის წევრი კომპანიები, ამერიკის საელჩო.

მის: რესპუბლიკის მოედანი #1, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“

საკონტაქტო ტელ: 599 67 27 27; 598 12 12 02

23 იანვარს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სეზონური ვირუსები: ფიქსირდება, თუ არა ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკი. რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს, როგორია ავადობის მაჩვენებელი და კლინიკებში მიმართვიანობა“.

მის: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 იანვარს, 11:45 საათზე. მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სეზონური ვირუსების გავრცელება: როგორია პაციენტების მიმართვიანობა, რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს, როგორია სიმპტომები და შესაძლო გართულებები. როგორ ხდება დაავადების მართვა სახლის პირობებში.

როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან - რეკომენდაციები“.

მის: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 იანვარს, 12:00 საათზე, სამართლიანი არჩევნების ოფისში გაიმართება ბრიფინგი ცესკოდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების შესახებ.

მის: კოსტავას 43ა

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია 595 51 94 51

23 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკუშა კაციას სასამართლო პროცესი გაიმართება.

23 იანვარს, 13:00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ბრიფინგს გამართავს.

მის: წერეთლის 116, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრესკლუბი.

23 იანვარს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

23 იანვარს, 17:00 საათზე, ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი, სამ ადამიანის უფლებათა აქტივისტს დააჯილდოებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოღვაწეობენ.

მის: კოსტავას ქ. 14, სასტუმრო „სტამბა“

საკონტაქტო: სოფო კოტიაშვილი 599 874642

23 იანვარს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ქაჯაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

23 იანვარს, 18:00 საათზე მსახიობები და რეჟისორები „ახალი თეატრის“ წინ საპროტესტო მანიფესტს გააჟღერებენ.

მის: დავით აღმაშენებლის გამზირი #127

23 იანვარს, 21:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან, ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსები ბრიფინგს გამართავენ.

თემა: ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით.

მის: მთავრობის კანცელარია

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის