გაერთიანებული სამეფოს ელჩი - არსებობს გარკვეული პროგრამები, რომელსაც აღარ ვაფინანსებთ, ეს არის ზომა, რომელიც მივიღეთ, სანამ არ ვიხილავთ დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში

ჩვენმა თავდაცვის მდივანმა საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა, რომ შევაჩერებთ საქართველოს მთავრობის მხარდამჭერ დაფინანსების პროგრამებს, შევზღუდავთ თავდაცვისა და პოლიტიკურ კონტაქტებს, ვიდრე საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა არ შეჩერდება, - ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის პოზიცია, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ დეკემბერში გამოაცხადა და რასაც დღემდე ინარჩუნებს.

„არსებობს გარკვეული პროგრამები, რომელსაც აღარ ვაფინანსებთ. ეს არის ზომა, რომელიც მივიღეთ, სანამ არ ვიხილავთ დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში და როდესაც ეს გაუმჯობესება იქნება, მაშინ იქნება შესაძლებელი ამ პროგრამებში ხელახლა ჩართვა“, - აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო აგრძელებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებას, რადგან მიაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოს სურს, საქართველოს ეკონომიკამ წარმატებას მიაღწიოს.

„დღეს ვხედავთ პოზიტიურ განცხადებებს საქართველოს ეკონომიკაში ახალი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. გაერთიანებულ სამეფოს სურს, საქართველოს ეკონომიკამ წარმატებას მიაღწიოს. ვფიქრობთ, საქართველოს უნდა ჰქონდეს ღია და თავისუფალი ეკონომიკა, გააგრძელოს რეფორმები ამის უზრუნველსაყოფად. ვიცით, რომ მალე იქნება პირდაპირი ფრენები ლონდონსა და საქართველოს შორის. British Airways-ი და EasyJet-ი შეასრულებენ რეისებს საქართველოში მარტის ბოლოდან. ასე რომ, გვსურს საქართველოს ეკონომიკამ წარმატებას მიაღწიოს და ეკონომიკური რეფორმა იყოს პრიორიტეტი“, - აღნიშნა ელჩმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო