უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ/კნ-23“-ის ტიპის 4 რაკეტა და 92 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 57 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 27 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ხოლო 3 დრონი ამ დრომდე ჰაერში რჩება.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, მიკოლაივის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში გაანადგურეს.

ცნობისთვის, დღეს დილით რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა, მათ შორის ორი თვის ბავშვი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს