19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ადვოკატის განცხადებით, საქმეში არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილი ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით დაესხა თავს

ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, საქმეში არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრს ალი ბაბევს პოლიტიკური ნიშნით დაესხა თავს და ასევე, პოლიტიკური ნიშნით დევნიდა მას.

აღნიშნული განცხადება ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებთან სასამართლოში გააკეთა, სადაც ელისაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი გაიმართა და საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ დასაშვებად ცნო ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, ასევე დასაშვებად ცნო დაცვის მხარის მტკიცებულებებიც მხოლოდ ერთი ვიდო-ჩანაწერის გარდა. როგორც კორძაძემ განმარტა, აღნიშნული ვიდეო ასახავდა ქუჩის გამოკითხვას, იმაზე, თუ ვინ არის ალი ბაბაევი. დაცვის მხარის თქმით, აღნიშნული გამოკითხვით, ირკვევა, რომ ალი ბაბაევის პოლიტიკურ მოღვაწეობას არავინ ცნობს და შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მასზე პოლიტიკური ნიშნით თავდასხმის მოტივი. ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის კიდევ ერთი შუამდგომლობა, ალეკო ელისაშვილის მიმართ სიახლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

„დაცვის მხარის ერთი მტკიცებულება არ ცნო სასამართლომ დასაშვებად, რომლითაც ქუჩაში გამოკითხვა ჩაატარეს ჩემმა კოლეგებმა- იცნობთ, თუ არა ისეთ პოლიტიკურ მოღვაწეს, როგორიც ალი ბაბაევია იმიტომ, რომ მაკვალიფიცირებელი ნიშანია პოლიტიკური დევნა. ყველგან პასუხი იყო - არა. სასამართლომ ეს (ვიდეომტკიცებულება) არ ცნო. ჩვენ გვქონდა შუამდგომლობა, რომ ამ ეტაპზე უნდა შეწყვეტილიყო საქმის განხილვა და არ გადაცემოდა არსებით განხილვას, იმიტომ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელსაც ეფუძნება ეს მუხლი, არ არსებობს დევნა და არ არსებობს პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებული დევნა. ასეთი მტკიცებულება უბრალოდ არ არსებობს“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამასთან, როგორც ცნობილია, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ შეეცვალა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის