ირაკლი კობახიძე - ფიზიკური აგრესიის წამოწყება მოხდა გახარიას მხრიდან - როცა ადამიანი გეუბნება მარტივ ჭეშმარიტებას: „შენ ხარ ნაცი“, „შენ ხარ ჯაშუში“, როდესაც მართლა „ნაცი“ ხარ და ჯაშუში, გეკისრება თმენის ვალდებულება

ფიზიკური აგრესიის წამოწყება მოხდა გახარიას მხრიდან - შემიძლია გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვთქვა ერთი რამ: როდესაც შენთან მოდის ადამიანი და გეუბნება მარტივ ჭეშმარიტებას: „შენ ხარ ნაცი“, „შენ ხარ ჯაშუში“, როდესაც მართლა „ნაცი“ ხარ და ჯაშუში, გეკისრება თმენის ვალდებულება, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თავიდან იყო სიტყვიერი შელაპარაკება, რასაც ძალადობრივი აქტი მოჰყვა გიორგი გახარიას მხრიდან.

„თქვენ ნახეთ, როგორ წარიმართა ინციდენტი. იყო სიტყვიერი შელაპარაკება, რასაც ძალადობრივი აქტი მოჰყვა გახარიას მხრიდან, ჭიქა ესროლა და ყავა შეასხა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, პარლამენტის წევრს. ფიზიკური აგრესიის წამოწყება მოხდა გახარიას მხრიდან. ამას მოჰყვა გაგრძელება. ყველა დეტალი უნდა იყოს შესწავლილი. შემიძლია გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვთქვა ერთი რამ: როდესაც ხარ „ნაცი“ თმენის ვალდებულება გეკისრება. როდესაც შენთან მოდის ადამიანი და გეუბნება მარტივ ჭეშმარიტებას, „შენ ხარ ნაცი“, „შენ ხარ ჯაშუში“, როდესაც მართლა „ნაცი“ ხარ და ჯაშუში, გეკისრება თმენის ვალდებულება. ეს არის მარტივი რამ რაც შემიძლია ვუთხრა როგორც გახარიას, ისე სხვა „ნაცებს“,- აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის