ირაკლი კობახიძე - უმარტივესი კითხვაა, არსებობს 2 სქესი, ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილს ძალიან უნდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ იციან, რომ მათი პატრონები სწორ პასუხს ძალიან უარყოფითად შეაფასებენ

უმარტივესი კითხვაა და მარტივი პასუხი შეიძლება გასცე: არსებობს 2 სქესი. დარწმუნებული ვარ, ერთი სული აქვთ ამ ყველაფერს სწორი პასუხი გასცენ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტისთვის, თუ არა ბევრად უფრო მეტისთვის, არის აბსოლუტურად მიუღებელი 2 სქესის არსებობის ეჭვქვეშ დაყენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილი არ პასუხობს კითხვას, რამდენი სქესი არსებობს.

პრემიერის შეფასებით, ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილი ვერ პასუხობს კითხვას, რამდენი სქესი არსებობს, რადგან „მათი პატრონები სწორ პასუხს ძალიან უარყოფითად შეაფასებენ“.

„დარწმუნებული ვარ, რომ მათ ძალიან უნდათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ იციან, რომ მათი პატრონები სწორ პასუხს ძალიან უარყოფითად შეაფასებენ. უმარტივესი კითხვაა, არსებობს 2 სქესი, მარტივი პასუხი შეიძლება გასცე. დარწმუნებული ვარ, ერთი სული აქვთ გასცენ ამ ყველაფერს სწორი პასუხი იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტისთვის, თუ არა ბევრად უფრო მეტისთვის, არის აბსოლუტურად მიუღებელი 2 სქესის არსებობის ეჭვქვეშ დაყენება. მე დარწმუნებული ვარ, ამის გამო მათ ერთი სული აქვთ გასცენ სათანადო პასუხი ამ შეკითხვას, მაგრამ ვერ ბედავენ იმიტომ, რომ ეშინიათ საკუთარი პატრონების. აქედანაც ჩანს, რომ აბსოლუტურად, ეს ადამიანები თავიდან ბოლომდე იმართებიან გარედან. მათ საერთოდ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის განწყობა, ქართველი ხალხის ინტერესები. ერთადერთი, ვისი განწყობა და ინტერესებიც აინტერესებთ, ეს არიან მათი უცხოელი პატრონები. სხვა ახსნა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავებას უბრალოდ არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის