„სელფი მობაილი“ - ნამდვილად საზეიმოა ეს პარტნიორობა საქართველოსთვის და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის

ქართულმა მობილურმა ოპერატორმა „სელფი მობაილმა“, Vodafone Group-თან პარტნიორობის გაფორმების თაობასთან განაცხადა. Vodafone ევროპისა და აფრიკის წამყვანი ტელკო ოპერატორია, რომელიც მობილურ და ჯამში 300 მლნ ადამიანზე მეტს ფიქსირებულ მომსახურებას უწევს.

ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი მობიალი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, პარტნიორობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი ესწრებოდა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში, ტელეკომ სექტორმა ითამაშა უდიდესი როლი ბრიტანეთის ეკონომიკურ ზრდაში. ტელეკომუნიკაციის ინდუსტრია გახლავთ საყრდენი ახალი ბიზნესებისთვის, ინოვაციური მიმართულებისთვის და სხვა სფეროების განვითარებისთვის. ბრიტანეთში ბევრმა კომპანიამ დიდი წვლილი შეიტანა ინოვაციების ზრდაში ტელეკომ სექტორში.

ვოდაფონი გახლავთ წამყვანი ბრიტანული კომპანია ხალხის დაკავშირებისთვის, ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას ინოვაციის დანერგვისთვის და ასევე ხელს უწყობს მდგრადობას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში კონკურენტული და რეგულირებული ტელეკომ სექტორის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ ზრდას.

მოხარულები ვართ, რომ "სელფი მობაილი" წარმატებით ახორციელებს პროცესებს, რომ ბაზარზე გახდეს ერთ-ერთი მოწინავე კომპანია. გვიხარია, რომ "სელფი მობაილი" აქტიურად მუშაობს, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს უკეთესი მომსახურება და დანერგოს ინოვაცია ვოდაფონთან მჭიდრო პარტნიორობით.

დღეს, ჩემთვის საკვანძო სიტყვებია ინოვაცია და დინამიკურობა და ეს პარტნიორობა სელფის აძლევს შესაძლებლობას, გახდეს უფრო დინამიკური და მიიღოს უპირატესობა გლობალური კომპანიის გამოცდილების გაზიარებით. ნამდვილად საზეიმოა ეს პარტნიორობა საქართველოსთვის და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის“,- განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეთ უორდმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო