პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი

პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ონლაინ გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, - ამის შესახებ ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ამაღლობელი და დაასრულოს მედიის მიმართ ეს უპრეცედენტო დარბევა. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ საფუძვლიან გამოძიებას მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ : პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF), ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ), Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa (OBCT), თავისუფალი პრესა შეზღუდვის გარეშე (FPU), იუსტიციის ფონდი ჟურნალისტებისთვის (JFJ), IMS (საერთაშორისო მედია მხარდაჭერა), მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი (MDI), მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი დასავლეთ ბალკანეთში (MDI WB), PEN International-ი, სამოქალაქო უფლებების დამცველები (CRD) ლი ჰილსის თავმჯდომარე თავისუფალი პრესის კვლევებში ქეითი კილი, ჟურნალისტთა საზოგადოება (ვარშავა), IRMI - რეგიონული მედიისა და ინფორმაციის ინსტიტუტი (უკრაინა).

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის