ნიდერლანდების ელჩი - დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა გამოუძიებელი დარჩა და ამან დაუსჯელობაზე შეშფოთება გააჩინა

დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა გამოუძიებელი დარჩა და ამან დაუსჯელობაზე შეშფოთება გააჩინა, - ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა, მელინე არაკელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„უნდა ვთქვა, რომ წელს ამ კონკრეტულმა ჯილდომ [ადამიანის უფლებებში] განსაკუთრებული რელევანტურობა შეიძინა საქართველოსთვის. ვინაიდან, სამწუხაროდ, ადამიანის უფლებების დაცვაში უკუსვლა დავინახეთ საქართველოში, გასულ წელს მიღებული კონკრეტული კანონების გამო, რომლებიც ძალიან საზიანო იყო სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონმა კარი გააღო ცენზურისთვის და საქართველოს ისედაც დაუცველი მოქალაქეების კიდევ უფრო მეტი სტიგმატიზებისთვის. ასევე ის, რასაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ - დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა გამოუძიებელი დარჩა და ამან შეშფოთება გააჩინა დაუსჯელობაზე.

ასე რომ, დღევანდელი ჯილდო პირდაპირ არ უკავშირდება საქართველოს მოვლენებს, ვინაიდან, როგორც ვთქვი, ამას ყოველ წელს მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ქვეყანაში ვაკეთებთ, მაგრამ წელს ამას განსაკუთრებული რელევანტურობა აქვს საქართველოში და ის ყველა ჩვენგანისთვის შეხსენებად რჩება, რომ არ შეგვიძლია ადამიანის უფლებების როგორც გარანტირებული რაღაცის მიღება. რეალურად გვჭირდება ამ უფლებების აქტიურად დაცვა და აქტიურად უნდა დავიცვათ ხალხი, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ“, - განაცხადა არაკელიანმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის