კახა კინწურაშვილი - ზუსტად არ ვიცი ამ ბრძოლიდან რამდენად დასახიჩრებული გამოვალ, მაგრამ ერთს ვიტყვი - ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან

მე ზუსტად არ ვიცი ამ ბრძოლიდან რამდენად დასახიჩრებული გამოვალ, მაგრამ ერთს ვიტყვი: ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან, - ამის შესახებ მსახიობმა კახა კინწურაშვილმა „ახალი თეატრის“ წინ, მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტის დროს განაცხადა.

კახა კინწურაშვილის განმარტებით, დღეს საქართველოს ქუჩებში დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამიანები და იმ ძალას, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, „ამ ძლივს გამაგრებული ხერხემლის დალეწვა უნდა და დაუზოგავად წიხლებით დგება იმისთვის, რომ თავი ჩავხაროთ, ვეღარასდროს შევძლოთ აწევა“.

„დაახლოებით, რამდენიმე თვის წინ, კაცმა, რომელსაც პრეზიდენტი დაარქვეს, ტელევიზიით თქვა, რომ მე, კახა კინწურაშვილი „გლობალური ომის პარტიის წევრი“ ვარ და ომი მინდა. ალბათ, ამ კაცმა არ იცის, რომ მე 8 წლის ასაკში სოხუმიდან ომს გამოვექეცი, ახლა მოითხოვენ აწეული თავი დახარო და ბოდიში მოიხადო, ბოდიში იმისთვის, რომ 8 წლის ასაკში საკუთარი სახლიდან გამოგაგდეს, დახოცილი ადამიანები ნახე, დევნილობა განიცადე, წარსული დაკარგე, ბავშვობა და ახალგაზრდობა გაგიმწარდა და ომის შიში ჩაგისახლდა, რომელიც არსებობას არ გაცლის და თურმე ამისთვის ბოდიშს უნდა ვიხდიდე.

ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, როდესაც ომზე ჰყვები, ყოველთვის ბავშვის პერსპექტივიდან აკვირდები და ომის შენი ხედვა ბავშვურიაო. მეც და საქართველოც ომგამოვლილი ბავშვები ვართ, ძლიერი და თავაწეული, ომი ბევრჯერ ვნახე და არასდროს მშვიდობა.

ის, რაც ახლა საქართველოს ქუჩებში ხდება, მშვიდობა არ არის. დღეს დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამიანები, ამაყად, და იმ ძალას, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, სწორედ ამ ძლივს გამაგრებული ხერხემლის დალეწვა უნდა და დაუზოგავად წიხლებით დგება. იმისთვის, რომ თავი ჩავხაროთ, ვეღარასდროს შევძლოთ აწევა და თან ბოდიშს ვიხდიდეთ იმისთვის, რომ ასე ამაზრზენად სუსტები ვართ“, - განაცხადა კინწურაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია