თამარ კორძაია - მზია ამაღლობელიც სინდისის პატიმარია - ქალი პოლიტიკოსები კატეგორიულად მოვითხოვთ, შეცვალოს პროკურატურამ პატიმრობის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსულ მთავრობას

ყოველდღიურად ვხედავთ რუსეთის მსგავსად როგორ იზრდება სინდისის პატიმრების რიცხვი და იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საქართველოს მომავლისათვის იბრძვის. მზია ამაღლობელი არის სინდისის პატიმარი და ის მხოლოდ იმიტომ არის ციხეში, რომ ივანიშვილმა დააშინოს მედია, მედიის წარმომადგენლები, რათა საზოგადოებამ ვერ მიიღოს ზუსტი, სანდო ინფორმაცია, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ მთავრობის კანცელარიასთან, ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

პოლიტიკოსებმა მედია მენეჯერის, მზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს.

„თქვენ ახლა ჩემს უკან ხედავთ წარწერას - საქართველოს მთავრობა, მაგრამ სინამდვილეში უნდა ეწეროს რუსეთის მთავრობა, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ რუსეთის მსგავსად იზრდება სინდისის პატიმრების რიცხვი და ციხეში იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საქართველოს მომავლისათვის იბრძვის. დღეს განსაკუთრებულად გვინდა გამოვყოთ სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელი, რომელიც არის ამ რეჟიმის ნომერ პირველი ქალი მედია მენეჯერი სინდისის პატიმარი. მზია ამაღლობელი სწორედ იმიტომ არის დევნის მსხვერპლი, რომ თითოეული თქვენგანი, მედიის წარმომადგენელი დააშინონ და ვერ გაბედონ ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების დანაშაულებრივ საქმიანობაზე საუბარი. მზია ამაღლობელი არის სწორედ სანიმუშო პატიმარი იმისთვის, რომ მედიამ ვერ ამოიღოს ხმა და შესაბამისად, საზოგადოებამ ვერ მიიღოს ზუსტი, სწორი და სანდო ინფორმაცია. მზია ამაღლობელი უკვე მეთორმეტე დღეა შიმშილობს და ეს უკვე საგანგაშო პერიოდია მისი ჯანმრთელობისათვის, ამიტომ ჩვენ ქალი პოლიტიკოსები კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ შევიდეს გენერალური პროკურატურა სასამართლოსთან შუამდგომლობით და შეცვალოს პატიმრობის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესების ცუდად წარმართვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც რუსული მთავრობის შენობაში მყოფ ადამიანებს, ივანიშვილს, გენერალურ პროკურორს და ყველა ადამიანს, ვინც ამ პროცესშია მონაწილე”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ ქართული ბანკების რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა