ჯო უილსონი - ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩეხეთის მთავრობის მრჩეველთან განვიხილეთ როგორ შეგვიძლია ერთად მუშაობა ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩეხეთის მთავრობის მრჩეველთან განვიხილეთ როგორ შეგვიძლია ერთად მუშაობა ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად,- ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“მადლობელი ვარ, რომ შევხვდი ჩეხეთის [მთავრობის] მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ტომაშ პოიარს. განვიხილეთ როგორ შეგვიძლია ერთად მუშაობა ომის დამნაშავე პუტინისა და ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად. ჩეხეთის მორალურობა და სტრატეგიული სიცხადე ახლა ისე საჭიროა, როგორც არასდროს”, - წერს უილსონი.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია