დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკი ანგელოზი არ არის, არასდროს უნდა დაეშვა, რომ ეს ომი მომხდარიყო - შემეძლო ძალიან მარტივად მიმეღწია გარიგებისთვის და ზელენსკიმ გადაწყვიტა: „მინდა, ვიბრძოლო“

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდა დაეწყო, - ამასთან დაკავშირებული განცხადება ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში გააკეთა.

„ზელენსკი ანგელოზი არ არის. მას არასდროს უნდა დაეშვა, ეს ომი მომხდარიყო. ზელენსკი ებრძოდა ბევრად უფრო დიდ რამეს, ბევრად უფრო დიდს, ბევრად უფრო ძლიერს. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ჩვენ შეგვეძლო შეთანხმების მიღწევა. შემეძლო ძალიან მარტივად მიმეღწია გარიგებისთვის და ზელენსკიმ გადაწყვიტა : „მინდა, ვიბრძოლო““, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთის არმიას 30 000 ტანკი ჰყავს, ზელენსკის, პრაქტიკულად, არცერთი ჰქონდა.

„შემდეგ ჩვენ დავიწყეთ აღჭურვილობის გაგზავნა. მათ ჰქონდათ სიმამაცე, გამოეყენებინათ ეს აღჭურვილობა, მაგრამ საბოლოოდ, ეს არის ომი, რომელიც უნდა მოგვარდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ომის დაწყების შემდეგ ათასობით უკრაინელი და რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

"პუტინსაც არ უნდა გაეკეთებინა ეს. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა და ეს უნდა შეწყდეს", - განაცხადა ტრამპმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს