ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, თიბისის მხარდაჭერით - 10, ჯამში კი 65 სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას

თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით - 10, ჯამში კი 65 სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას საქართველოს უნივერსიტეტებში.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სტიპენდიატები წარმოადგენენ ოჯახებს, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. სტიპენდიატები სოციალური მდგომარეობის, ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების გათვალისწინებით შეირჩნენ.

პროექტის მხარდამჭერები ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი 30-მდე კომპანიაა. დაფინანსებასთან ერთად, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტებს ასოციაციის წევრ კომპანიებში ანაზღაურებადი სტაჟირების პოვნაში დაეხმარებიან, მათთვის - პროფესიულ ტრენინგებსა და ლექციებს, ასევე ინგლისური ენისა და საბაზისო საოფისე უნარების განვითარებას უზრუნველყოფენ.

„მეამაყება, რომ ორივე ინსტიტუციას წარმოვადგენ - ამერიკის სავაჭრო პალატას, როგორც მისი ვიცე-პრეზიდენტი და თიბისის, რომელიც მეორე წელია AmCham-ის საგანმანათლებლო პროექტის მთავარი პარტნიორია. პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჯამში უკვე 65 სტიპენდიატი მიიღებს უმაღლეს განათლებას, სრულ თანხვედრაშია თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებასთან - განათლებასთან. ჩვენ თავადაც ვართ ფართომასშტაბიანი პროგრამის - თიბისი განათლების ავტორი. მხოლოდ შარშან, 4600-ზე მეტ სტუდენტს და მოსწავლეს მათთვის საინტერესო უნარების განვითარების შესაძლებლობა მივეცით, 100-ზე მეტს კი დასაქმებაში დავეხმარეთ“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე; Amcham-ის ვიცე-პრეზიდენტი.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს