ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ზუგდიდის სასამართლომ ჯარიმასთან ერთად იარაღის ტარების უფლება შეუზღუდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ზუგდიდის სასამართლომ ჯარიმასთან ერთად, იარაღის ტარების უფლება შეუზღუდა.

როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, 90-იანების მერე იარაღი არ უნახავს და არც აინტერესებს.

„იმ დღეს ზუგდიდიდან დამირეკეს, ჯერ პოლიციამ, მერე სასამართლომ. იმდენი ვიცინე, თვითონაც ამყვნენ ლამის. ცხადია, არც მიფიქრია მისვლა, არც გამხსენებია. ჰოდა, დღეს გადმომცეს, ჯარიმასთან ერთად, იარაღის ტარების უფლება შემიზღუდეს. 90-იანების მერე არც მინახავს იარაღი, არც მაინტერესებს. ასეთი კომიკურები ხართ. არ არსებობთ, თამაშობთ რაღაც იდიოტობას. წლებია არცერთი ჯარიმა არ გადამიხდია, არცერთ სასამართლოზე არ ვყოფილვარ, არცერთ დაკითხვაზე, სასაცილოდ არ მყოფნით. რეჟიმის პატიმრები გამოუშვით და თუ რამის თავი გაქვთ, ჩვენთან ქენით ბანძებო!“, -წერს ხოშტარია „ფეისბუქზე“.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია