ნიკოლოზ სამხარაძე - ბოლო წლებში არც საშინაო პოლიტიკა გვქონდა და არც საგარეო, ჩვენი მთავარი პოლიტიკა იყო გადარჩენის პოლიტიკა - მთავარი ინდიკატორი იმის, რამდენად სწორად ვიარეთ, არის ის, რომ დღეს ჩვენთან მშვიდობაა და არ ფრიალებს რუსეთის დროშა

მთავარი ინდიკატორი იმისა, რამდენად სწორად იარა საქართველომ, არის ის, რომ დღეს საქართველოში არის მშვიდობა და საქართველო არ არის ომის ქარცეცხლში გახვეული და თბილისში არ ფრიალებს რუსეთის დროშა იმიტომ, რომ ამის ძალიან დიდი ალბათობა არსებობდა, ჩვენ რომ არასწორად მოვქცეულიყავით და ამ ბეწვის ხიდზე, რომელზეც გავიარეთ 2022 წლიდან მოყოლებული, ერთი მცდარი ნაბიჯი გადაგვედგა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძემ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქამდე საქართველოსთვის მთავარი პოლიტიკა გადარჩენის პოლიტიკა იყო.

„შემიძლია უხეშად ვთქვა, რომ ჩვენ რეალურად ბოლო წლების განმავლობაში არც საშინაო პოლიტიკა გვქონდა, არც საგარეო პოლიტიკა გვქონდა. ჩვენი მთავარი პოლიტიკა იყო გადარჩენის პოლიტიკა, რომ როგორმე ჩვენი სახელმწიფო გადარჩენილიყო ამ ძალიან დიდ ომს და დაპირისპირებას, რომელსაც რუსეთში აღიქვამენ არა დონბასის ან რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად წარმოებულ ომს, არამედ აღიქვამენ, როგორც ომს დასავლეთთან და არა მარტო რუსეთში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური კონტექსტის გასაგებად იმიტომ, რომ „ბრიკსის“ თითქმის ყველა ქვეყანაში და განვითარებადი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილში ეს ომი ფასდება, როგორც რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება. მაშინ, როდესაც საქართველო არის ამ დაპირისპირების თეატრში და რეალურად ეს დაპირისპირება ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს, ძალიან რთული იყო ეს პოლიტიკა გაგვეტარებინა“, - აღნიშნა სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, მათ გაითვალისწინეს საზოგადოების განწყობები და მოხდა მათი რეალური სურვილების ასახვა პოლიტიკაში, რომელიც დღესაც ეფუძნება შედარებით კონსერვატორულ ღირებულებებს და უფრო მეტად პატივს სცემს ტრადიციულ, ქრისტიანულ ფასეულობებს, რომელზეც არის დამყარებული როგორც ამერიკა, ასევე ევროპაც.

„ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საზოგადოების განწყობები და ფასეულობები იმიტომ, რომ ის, რასაც გვიკიჟინებდნენ, მათ შორის, არასამთავრობოების ხელით კონკრეტული მოთამაშეები დასავლეთიდან, მიუღებელი აღმოჩნდა ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის. შესაბამისად, ვიმოქმედეთ იმ განწყობების გასაძლიერებლად, რა განწყობებიც ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას ჰქონდა. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ 55%-ს მიაჩნია, რომ ეს ასე უნდა იყოს და 45% წინააღმდეგია, აქ საუბარია ქართული საზოგადოების 90 და მეტ პროცენტზე, რომლისთვისაც ყურით მოთრეული საკითხები, დედა დედაა, თუ მამა მამაა, სასაცილო თემად იქცა, მაგრამ ფაქტია, რომ დადგა ეს საკითხი და ამერიკის პრეზიდენტს მოუწია ბრძანების გამოცემა, რომ კაცი, ქალი და სქესი დააკანონეთ ფედერალურ სამსახურებში. რაც არ უნდა სასაცილოდ მიგვაჩნდეს ეს ამბავი, ჩვენ გავხდით ამ შეტევის მსხვერპლი და აქედან გამომდინარეობდა ჩვენი პოლიტიკა. პოლიტიკური პარტიის მთავარი ამოცანა არის, რომ მოიგოს არჩევნები და შესაბამისად მან ისეთი წინასაარჩევნო კამპანია უნდა აწარმოოს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის იქნება მისაღები, რათა შემდეგ მან ხმა მოგცეს, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამიზნული რიტორიკა და პოლიტიკა და ასევე არ იყო ამერიკის მომავალ ადმინისტრაციაზე გამიზნული პოლიტიკა და რიტორიკა. ეს იყო ჩვენი საზოგადოების რეალური სურვილების ასახვა პოლიტიკაში, რომელიც დღესაც ეფუძნება შედარებით კონსერვატორულ ღირებულებებს და უფრო მეტად პატივს სცემს ტრადიციულ, ქრისტიანულ ფასეულობებს, რომელზეც არის დამყარებული როგორც ამერიკა, ასევე ევროპაც“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის