კახა გოგოლაშვილი - რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებაზე დონალდ ტრამპის განცხადებები არის ძალიან ხმამაღალი, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ჰქონდეს რეალისტური შეთავაზება

თუ ტრამპი შეძლებს, გახსნის აშშ-ის ნავთობის რეზერვებსა და დააგდებს ნავთობის ფასს 30%-ით მაინც, ძალიან დიდ ზიანს მიაყენებდა რუსეთს - [ომის დამთავრებაზე] მისი განცხადებები იყო ძალიან ხმამაღალი, მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ჰქონდეს რეალისტური შეთავაზება, - ამის შესახებ „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა და „რონდელის ცენტრის“ მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დონალდ ტრამპი ცდილობს ამერიკაში კონსერვატიზმი დააბრუნოს, მაგრამ ის ამას ინსტიტუტების სიძლიერის გამო ვერ მოახერხებს.

„მოსალოდნელი იყო ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღო დონალდ ტრამპმა. დიდი ხანი იმუქრებოდა იმის შესახებ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორიცაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და პარიზის კლიმატის შესახებ შეთანხმება, გავიდოდა. შესაძლებელია, ასევე, მომავალში გავიდეს კიდევ რაიმე სხვა ორგანიზაციიდან. შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს აშშ-ის მონაწილეობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, მას შემდეგ რაც მან გადაწყვიტა, ვაჭრობისას ყველასთან ტარიფები აწიოს: ევროპასთან, ჩინეთთან და ა.შ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ათწლეულებია იმაზე მუშაობს, რომ ეს ტარიფები რაც შეიძლება დაბალი და მინიმალური იყოს, მან კი ერთი ხელის მოსმით აწია ეს ტარიფები მაღლა. ასევე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა საემიგრაციო აქტი.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ განცხადებებს, ტრამპის განცხადებები იყო ძალიან ხმამაღალი, მაგრამ მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ მას ჰქონდეს რეალისტური შეთავაზება. ალბათ, გამომდინარე მისი დაპირებებიდან, ის დათანხმდებოდა ნებისმიერ კონცესიას უკრაინის მხრიდან. მაგალითად უკრაინამ რომ დათმოს ბევრი რაღაც რუსეთისთვის, ამით შესაძლოა, მომავალში რუსეთს მიეცეს კიდევ უფრო მეტი ამბიციები სხვა რეგიონებშიც, მაგალითად საქართველოს, სამხრეთ კავკასიის მიმართ აგრესიის განსახორციელებლად. ევროპაში კარგად ესმით, იმისთვის, რომ ევროპაში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა, საჭიროა რუსეთისთვის ამ ამბიციების შეკვეცა, მისი ისეთ პირობებზე დათანხმება, რომ რუსეთს არ გააჩნდეს ამბიცია შემდგომი აგრესიისთვის.

თუ ტრამპი შეძლებს, გახსნის შეერთებული შტატების ნავთობის რეზერვებსა და დააგდებს ნავთობის ფასს 30%-ით მაინც, ეს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებდა რუსეთს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა