ირაკლი კობახიძე - სანქციები გამოიყენებოდა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ - ამ შანტაჟს ეფექტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება

სანქციები გამოიყენებოდა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი - ქვეყნის ომში ჩართვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი.

„ჩვენთვის ნაკლებად არის ეს საკითხი საინტერესო. სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი - ქვეყნის ომში ჩართვა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას. შესაბამისად, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი“, - განაცხადა პრემიერმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს