საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გათიშული იყო, რის გამოც ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე ემსახურებოდა. მიზეზი სავარაუდო კიბერშეტევა გახდა.

სავარაუდო კიბერშეტევაზე დღეს ჟურნალისტებთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

„ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები არის „საქართველოს ბანკის“. სავარაუდოდ, არის კიბერშეტევა. როგორც ვიცი, „საქართველოს ბანკს“ რამდენიმე კომპანია ემსახურება: შპს „აზრი“, შპს „პლუსი“.კიბერშეტევა, საიდან, ვისი ჩართულობით და როგორ განხორციელდა, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს. გამოძიება კიბერშეტევაზე უნდა დაიწყოს“, - განაცხადა კალაძემ.

თავდაპირველად ინფორმაცია მოქალაქეებმა გაავრცელეს, რომლის თანახმად, თბილისში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებში საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, ასევე, პოლიტიკოსების სხვადასხვა შინაარსის ხმოვანი შეტყობინებები იყო ჩართული.

აღნიშნულს მერია გამოეხმაურა და განმარტა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლები ოპერატიულად დაიწყებდნენ მუშაობას, აპარატები ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვებოდა, გათიშვის პერიოდში კი ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურებოდა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა