თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით - „მხარდაჭერა თავისუფალ საჯარო მოხელეებს“ მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით - „მხარდაჭერა თავისუფალ საჯარო მოხელეებს“ მიმდინარეობს.

ადგილზე პოლიტიკოსები და მოქალაქეები იმყოფებიან.

მათ გაშლილი აქვთ ბანერები - „ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“, „სოლიდარობა საჯარო მოხელეებს“, „სანქციები ახლოსაა კ(რ)ახი“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

ისინი საჯარო მოხელეებს მიმართავენ და აცხადებენ, რომ ვერავინ გათელავს იმ ძალისხმევას, რომელიც მათ ამ ქვეყნისთვის გაიღეს და არ შეშინებისკენ და საქართველოს დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდებენ.

მათივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ სერიოზული წნეხი მიმდინარეობს და სახელმწიფო უწყებებში დაწყებული რეორგანიზაციაც ამის მაჩვენებელია.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს