მედია - უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და რიაზანის თბოელექტროსადგურს დაარტყეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დრონებმა წუხელ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი კომპანიის წინააღმდეგ ოპერაციები განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ეს გადამამუშავებელი ქარხანა ერთ-ერთი უდიდესია რუსეთის ფედერაციაში, რომლის სიმძლავრე წელიწადში 17 მილიონი ტონა ნავთობია. იქ სულ მცირე სამი რეზერვუარი იწვის. გარდა ამისა, უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად გამოწვეულმა ხანძარმა მოიცვა საამქრო, სადაც განთავსებულია დიზელის საწვავის და საავიაციო ნავთის ჰიდროგამწმენდი დანადგარი. ადგილობრივებმა სოციალურ ქსელებში დაწერეს, რომ 50-ზე მეტი აფეთქების ხმა გაიგონეს.

გარდა ამისა, დრონებით დარტყმა განხორციელდა ნავთობის სატუმბ სადგურ „რიაზანსა“ და რიაზანის თბოელექტროსადგური.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ასევე დაზიანდა რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე მიკროელექტრონული ქარხანა.

„ეს არის რუსეთის მიკროელექტრონული ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი საწარმო. ქარხანა აწარმოებს მიკროსქემებისა და კომპონენტების ფართო სპექტრს, რომლებიც გამოიყენება სტრატეგიულად მნიშვნელოვან იარაღის სისტემებში. კერძოდ, „ტოპოლ-მ“-სა და „ბულავა“-ს სარაკეტო სისტემებში, С-300 და С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებში და ასევე საბრძოლო თვითმფრინავებში“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს