რელიგიის სააგენტო რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული თანხის განაწილებას იწყებს

რელიგიის სააგენტო რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული თანხის განაწილებას იწყებს.

როგორც რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 6 500 000 ლარი საქართველოს ისლამური თემს, საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს, საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემსა და საქართველოს იუდეურ თემს შორის განაწილდება.

„საქართველოს მთავრობის N117-ე (27.01.2014) დადგენილების თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაევალა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხის საქართველოში არსებული რელიგიური თემებისთვის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების (მრევლის, სასულიერო პირების, საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა) შესწავლის საფუძველზე, სააგენტომ მოამზადა რეკომენდაცია N 1/19. 24.01.2025 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე, საქართველოს კანონით „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული 6 500 000 (ექვსი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, მიმდინარე წელს, რელიგიურ თემებს გაუნაწილდეთ შემდეგი ოდენობებით: ა) საქართველოს ისლამური თემი - 4 150 000 (ოთხი მილიონ ას ორმოცდაათი ათასი) ლარი; ბ) საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარი; გ) საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი; დ) საქართველოს იუდეური თემი - 550 000 (ხუთასორმოცდაათი ათასი) ლარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის