აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის აფხაზეთის მთავრობაში ცხელი ხაზი ამოქმედდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობისთვის ცხელი ხაზი - 143 ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხზე, სწრაფი და ამომწურავი პასუხის მიღება შეუძლიათ, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის ინფორმირებისა და მთავრობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის, უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანდაცვის, განათლების და სოციალური მიმართულებით არსებული სერვისები. ამ მიზნით, მთავრობის წევრებთან ერთად სხვადასხვა რეგიონში, დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელსაც დევნილ მოსახლეობას პირადად მინისტრები გადასცემენ, ცხელი ხაზის - 143-ის ამოქმედებამ კი მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩინა“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა, რომლის კომენტარსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცხელი ხაზის ნომერზე - 143 დაკავშირება უფასოა და შესაბამისი ინფორმაციის მიღება უკვე აფხაზურ ენაზეც არის შესაძლებელი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს