ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილი არიან მზია ამაღლობელის მეგობრები, კოლეგები და მხარდამჭერები.

აქციას ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

დემონსტრანტები მსვლელობით „ახალი თეატრისკენ“ აპირებენ გადაადგილებას. მათ ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები.

„პუბლიკას“ ხელმძღვანელის, ზურაბ ვარდიაშვილის განცხადებით, „როდესაც ჟურნალისტი ციხეში ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ ციხეში ზის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე ჟურნალისტები აგროვებენ ხელმოწერებს, რომ მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს.

„მზია ამაღლობელის მხარდამჭერ ყველა აქციაზე მისი კოლეგები ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს საქმე არ არის მხოლოდ მზიას შესახებ, ეს არის მთლიანად საქართველოს შესახებ, რადგან არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტები იმისთვის, რომ ისინი არიან შემქმნელები კვალიფიციური და ეთიკური მედია საშუალებისა, არ სხედან ციხეში. მზია, სწორედ ამიტომ ზის ციხეში.

ახლა იმართება სინდისის პატიმრების მხარდასაჭერი აქცია, მათ შორის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია. აქვე ჟურნალისტები აგროვებენ ხელმოწერებს, რომლებიც გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადაც დაფიქსირებულია ჟურნალისტების მოთხოვნა, რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი საპყრობილიდან“,- განაცხადა ზურაბ ვარდიაშვილმა.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩანიშვნა და მზია ამაღლობელისა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებაა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა